ფეხბურთი

10:22 | 29.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახდა

რუსულმა ტელეარხმა Match TV-მ რუსეთის პრემიერლიგის 2019-2020 წლების სეზონის 16 საუკეთესო გოლი დაასახელა - თითო გუნდიდან ერთი გოლი.

„რუბინიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას შედევრი გამოარჩიეს, რაც გასაკვირი არაა. საუბარი გვაქვს „ურალთან“ გატანილ „მაკრატელაზე“, როდესაც ქართველმა კუთხურის შემდეგ ეფექტურ ვარდნაში აიღო მეტოქის კარი.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტებმა უმეტესად საჯარიმოს გარედან გატანილი გოლები გამოარჩიეს, კვარაცხელიას შემთხვევაში კი გამონაკლისი დაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ხვიჩამ 27 მატჩი 3 გოლი გაიტანა, ხოლო „რუბინმა“ მთელ სეზონში მხოლოდ 18 გოლი გაიტანა, რაც ჩემპიონატში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოდგა. რუსეთის პრემიერლიგის ახალი სეზონი 8 აგვისტოს დაიწყება.

0.120162