ფეხბურთი

21:38 | 28.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„რეალის“ შემტევი კორონავირუსით დაინფიცირდა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელს, მარიანო დიასს, კორონავირუსი აღმოუჩინეს - გვამცნობს კლუბის პრესსამსახური.

26 წლის ფეხბურთელს ვირუსი გამოკვლევისას დაუდგინეს. 27 ივლისს ჩატარებულმა ტესტირებამ მასზე დადებითი შედეგი უჩვენა.

ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს და შინაიზოლაციაშია.

ადრე კორონავირუსის ეჭვი დიასის პარტნიორ, ბრაზილიელ ვინისიუს ჟუნიორზეც ჰქონდათ, თუმცა ვარაუდი არ გამართლდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133745