ფეხბურთი

20:44 | 28.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლეო მესი ძველი მატჩების ცქერით ერთობა

კატალონიის “ბარსელონას“ არგენტინელი სუპერშემტევის, ლიონელ მესის თავისუფალ დროს საყვარელი გართობა კომპიუტერზე ფეხბურთის თამაშის გარდა ისევ და ისევ ფეხბურთია. ლეოს არაერთხელ უთქვამს, რომ ინტერნეტში ძველი თამაშების ნახვა ძალიან უყვარს და ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

გუშინ მესიმ საკუთარ “ინსტაგრამის“ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო სადაც ჩანს რომ იგი უყურებს 2010-11 წლების ჩემპიონთა ლიგის მის მიერ გამართული მატჩების მომენტებს და დაწერა, რომ საკუთარის გარდა, მაშინდელი “მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ გატანილი გოლები ძალიან მოსწონს და არასოდეს სწყინდება ამ გოლების განმეორებით ცქერა.

ამ ამბავს ცხადია უკვე მოჰყვა შესაბამისი “კუდების გამობმა“ და ბევრმა გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლებელია მესი მომავალში მანჩესტერულ კლუბში თამაშს აპირებს და მანკუნიანელებს სწორედ ამიტომაც ეკურკურებაო. ეს ასეც რომ იყოს, როდესაც ფეხბურთელი კოლეგა ფეხბურთელებს თუნდაც ათი წლის წინანდელ გარჯას უქებს, ამ საქციელში ცუდი და მიუღებელი რა არის?!...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117495