ფეხბურთი

15:33 | 28.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვილიანი სავარაუდოდ კარიერას „არსენალში“ გააგრძელებს

„ჩელსის“ ბრაზილიელი შემტევი, ვილიანი, დიდი ალბათობით, კარიერას სხვა ლონდონურ კლუბში, „არსენალში“ გააგრძელებს - გვამცნობს The Guardian.

ვილიანს „არისტოკრატებთან“ კონტრაქტი წლეულს, 31 აგვისტოს ეწურება. ლურჯების დამრიგებელ ფრენკ ლამპარდს სურს 31 წლის თავდამსხმელის შენარჩუნება, თუმცა ბრაზილიელი სამწლიან კონტრაქტს ითხოვს, რაზეც „ჩელსის“ ხელმძღვანელობა არ თანხმდება. ცნობილია, რომ 30-ს გადაცილებულ ფეხბურთელებს „სტემფორდ ბრიჯზე“ ერთ წელზე მეტად კონტრაქტებს აღარ უგრძელებენ.

წყაროს მტკიცებით, ამ სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, ვილიანი „არსენალში“ აღმოჩნდეს. „მეთოფეები“ კარგა ხანია ბრაზილიელს აკვირდებიან. ვილიანის თავის რიგებში ხილვა „ტოტენჰემსაც“ სდომებია, თუმცა „არსენალის“ ვარიანტი უფრო რეალურია.

ახლახან დამთავრებულ პრემიერლიგის სეზონში, ვილიანმა ყველა ტურნირში 47 მატჩი გამართა, 11 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114213