ფეხბურთი

12:15 | 28.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი - "სან ხოსე" მეოთხედფინალშია (+VIDEO)

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძილებითი პაუზის შემდგომ MLS-ის ჩემპიონატში ვაკო ყაზაიშვილმა შედეგიანი თამაში ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა მერვედფინალურ შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

ვაკომ "რეალ სოლტ ლეიკთან" მატჩში დიდი წვლილი შეიტანა. ჩვენებურმა ჯერ პირველ გოლში ესპინოზა კარგ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ანგარიში გაიხსნა, ხოლო 61-ე წუთზე რიოსთან კარგი კომბინაცია გაითამაშა და თავადაც გაიტანა.

აღნიშნული შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების "სან-ხოსემ" 5:2 მოიგო და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მეტოქე გუნდს კი თამაშის დასრულება 9 ფეხბურთელით მოუწია.

აქვე გეტყვით რომ, გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ვაკო კი გოლის გატანიდან 20 წუთში შეცვალეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119061