ფეხბურთი

11:29 | 28.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ მილიკს მოელაპარაკა

„იუვენტუსი“ „ნაპოლის“ პოლონელ შემტევს, არკადიუშ მილიკს მოელაპარაკა - გვამცნობს ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდი.

ახლა ტურინელებს თავად კლუბთან მოუწევთ სატრანსფერო მოლაპარაკებების გამართვა. ნეაპოლურ კლუბს თურმე შეთანხმებაში ფედერიკო ბერნარდესკის ჩართვაც სურს.

სერია A-ს მიმდირე გათამაშებაში მილიკმა 25 მატჩში 11 გოლი გაიტანა. ამჟამად „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის ცხრილში 59 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

0.115293