ფეხბურთი

10:26 | 28.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

პელე: "რონალდუ თანამედროვე ათლეტია"

ფეხბურთის ლეგენდა პელე „იუვენტუსის“ ზედიზედ მეცხრე მოგებულ სკუდეტოს გამოეხმაურა და განსაკუთრებით კრიშტიანუ რონალდუ გამოყო, რომელსაც თანამედროვე ათლეტი უწოდა.

„კრიშტიანუ რონალდუ თანამედროვე ათლეტია, რომელიც ყველას უჩვენებს, რომ წარუმატება ყოველთვის იმასთან მიდის, ვინც საქმის ერთგულია და თავისი საქმე უყვარს. ვულოცავ ჩემპიონობას დანილოს, დუგლას კოშტას და ალექს სანდროს, ვულოცავ „იუვენტუსს“, - დაწერა პელემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მოახერხა მორიგი სკუდეტოს მოპოვება. რონალდუმ კი ამ ჩემპიონობაში წვლილი 31 გოლით შეიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115903