ფეხბურთი

20:27 | 27.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე სამ კვირას იუქმებს

კილიან მბაპე გადარჩა. პსჟ-ის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მედშემოწმების შედეგები გამოაქვეყნა, რომელმაც დაადგინა, რომ მბაპეს ტრავმა სერიოზული არ არის.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის თასის ფინალურ მატჩში, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენმა“ „სენტ ეტიენს“ ნეიმარის გოლით 1:0 მოუგო, 27-ე წუთზე ეტიენელთა კაპიტანმა, ლოიკ პერენმა, ძალიან სახიფათო ვარდნა შეასრულა და მბაპე საგრძნობლად დააშვა. მსაჯმა ჭაღარა პერენს ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა შემდეგ ვიდეოარბიტრთან გადაამოწმა და წითელი აუფრიალა.

მბაპემ კოჭლობით დატოვა მინდორი. მაგრამ, საბედნიეროდ, ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა, მას მყესების დაჭიმულობა დაუდგინეს და დაახლოებით სამ კვირაში დაუბრუნდება მინდორს.

0.154812