კიევის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ, თანამდებობა დატოვა - წერს საკუთარი ტვიტერის გვერდზე ჟურნალისტი ემანუელ როშუ.
თავისი გადაწყვეტილება ლუჩესკუმ კიეველი გულშემატკივრების არაკეთილგანწობით ახსნა, რომლებიც მისი დანიშვნით ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ.
ლუჩესკუ „დინამოს“ დამრიგებელი ოთხი დღის წინ გახდა. ულტრასებმა მაშინვე გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც რუმინელი სპეციალისტის დანიშვნა „ყველა გულშემატკივრისთვის შეფურთხების ტოლფასად“ აღიქვეს.
მთავარი მიზეზი ის არის, რომ ლუჩესკუ წლების განმავლობაში წვრთნიდა „დინამოს“ მოსისხლე მტერ დონეცკის „შახტარს.“
დონბასურ კლუბში ის 12 წლის განმავლობაში (2004-16) მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით მეშახტეები რვაჯერ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები, ექვსჯერ მოიგეს უკრაინის თასი, შვიდჯერ სუპერთასი, ერთხელაც უეფას თასი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართლა იდიოტები არიან უკრაინელები რაა @ ჯერ იყო და ის დებილი პარაშენკო აირჩიეს პრეზიდენტად ლამის ნახევარი უკრაინა რომ გაანიავა მერე ის მასხარა და კლოუნი ზელენსკი აირჩიეს და სააკიანს და მის ბანდიტებს ითმენენს და ეგენი საბოლოოდ რომნ დაღუპავენ უკრაინას და ღირსებიც იქნებიან ! ეხლაა და ასეთ ტრენერზე თქვეს უარი @ რა მნიშვნელობა აქაქვს სად მუშაობდა 20 წლის ხომ არაა და ეხლა ხომ არ დაიწყო ტრენერობა სადმე იმუშავებდა !
ნოვატორი მწვრთნელია. ამ კაცს მართლა შეეძლო საქართველოს ნაკრებში წარმატებები მიეღწია და ჩვენ გუნდს გამართული ფეხბურთი ეთამაშა და არა ვაისის აბდა-უბდა.