ფეხბურთი

18:46 | 27.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„შენ არ იცი, ახლა რას ვგრძნობ“ - სალაჰი ემოციურად დაემშვიდობა ლოვრენს

„ლივერპულის“ თავდამსხმელი, მოჰამედ სალაჰი, ემოციურად დაემშვიდობა საუკეთესო მეგობარს, დეიან ლოვრენს, რომელმაც ორშაბათს სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა სანკტ-პეტერბურგის „ზენიტთან.“

„ჩემო მეგობარო, სიტყვებს ვერ ვპოულობ. შენ არ იცი ახლა რას ვგრძნობ. ძალიან მოგვენატრები, განსაკუთრებით მე.

შენ არაჩვეულებრივი ფეხბურთელი ხარ და ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი. ძალიან მიყვარხარ.

მადლობა ყველაფრისთვის რაც „ლივერპულისთვის“ და პირადად ჩემთვის გააკეთე. წარმატებულ კარიერას გისურვებ ახალ კლუბში.

მადლობა და მომავალ შეხვედრამდე!“ - ციტირებს სალაჰის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

0.125246