„მანჩესტერ იუნაიტედი“ ვერ მოელაპარაკა დორტმუნდის „ბორუსიას“ ჭაბუკი ინგლისელის, ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის შესახებ - წერს გერმანული Bild.
წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი გერმანულს 98 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ „ბორუსია“ სანჩოს 120 მილიონზე ნაკლებად არ თმობს.
სანჩო „დორტმუნდში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა „მანჩესტერ სიტიდან.“ ტრანსფერი 7,84 მილიონი ევრო დაჯდა. ახლახან დასრულებულ გერმანიის ჩემპიონატში 20 წლის შუახაზელმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 ბურთი გაიტანა და 16 საგოლე პასი შეასრულა.