ფეხბურთი

2:39 | 27.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონია

მოხდა ის, რაც სეზონის წინ და ბოლო კვირეებში იკითხებოდა - „იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონია. ავად თუ კარგად, ტურინულმა გრანდმა მორიგი ისტორიაში 36-ე სკუდეტო (არაოფიციალურად 38-ე) დაისაკუთრა.

ეს მას შემდეგ გაოფიციალურდა, რაც „იუვემ“ საკუთარ კედლებში გენუის „სამპდორია“ 2:0 დაამარცხა, კრიშტიანუ რონალდუსა და ფედერიკო ბერნარდესკის გოლებით.

პორტუგალიელმა პირველ ტაიმში გაიტანა, იტალიელმა - მეორეში. „იუვენტუსმა“ 83 ქულას მოუყარა თავი და სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მოახერხა ჩემპიონის ტიტულის გაფორმება.

„იუვენტუსი“ – „სამპდორია“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 რონალდუ (45), 2:0 ბერნარდესკი (67)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107682