ავტოსპორტი

2:40 | 27.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასი შეცდომების გამეორებას აღარ აპირებს

ვალტერი ბოტასი აღიარებს, რომ ბოლო ორი რბოლა შეცდომების გამო გაუფუჭდა, რომლებიც მანქანების მომზადებისას იყო დაშვებული. ფინელის თქმით, საკვალიფიკაციო რბოლისას, მისი მანქანის ავზში ზედმეტი საწვავი ესხა, რამაც ნაჩვენებ დროზე იმოქმედა.

„პოულ პოზიციის შანსი უნდა მქონოდა. მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო, კვალიფიკაციაზე ზედმეტი საწვავით გავედი. ამა კი რბოლაში ჩემს გამოსვლაზეც იმოქმედა“, - ყვება „მერსედესის“ მრბოლი.

ბოტასი ამბობს, რომ ზედმეტი საწვავის გამო, ჰუნგარორინგის წრეს შესაძლებელზე დაახლოებით 0.1 წამით მეტს ანდომებდა. ფაქტი კი ისაა, რომ ლუის ჰამილტონმა საბოლოოდ, 0.107 წამით აჯობა, რამაც პოული მოაპოვებინა.

ბოტასი ასევე ამბობს, რომ შეცდომა შტირიის დიდი პრიზისთვის მანქანის მზადების დროსაც იყო დაშვებული. ი კვალიფიკაცია სველ ტრასაზე ჩატარდა, რბოლა კი - მშრალზე. „მანქან ძალიან მაღალზე დააყენეს, რამაც ძალიან დამაზარალა, განსაკუთრებით წვიმის დროს. მაგრამ შეცდომებზე ვსწავლობთ. ეს ადამიანური შეცდმები იყო, სულ ესაა“, - ამბობს ფინელი, ვინც სამი ეტაპის შემდეგ, თანაგუნდელ ჰამილტონს ოთხი ქულით ჩამორჩება.

0.143534