ფეხბურთი

23:06 | 26.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„დილა“ „ბათუმს“ დაუზავდა

გორში ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. ლიდერი „დილა“ ბათუმის „დინამოს“ მასპინძლობდა. თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა გოლი საკმაოდ კურიოზული გამოდგა. მე-15 წუთზე საკუთარ კარში ბალგუ იენდეუნტმა გაიტანა. უფრო სწორად, ბურთი ბოლოს ტოგოელს მოხვდა და ისე შეგორდა კარში.

გორელებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს. გოლი ირაკლი ლექვთაძის ანგარიშზეა. საბოლოოდ - 1:1.

„დილა“ კვლავაც ლიდერია. თუმცა, გორელებმა ისეთი ჰანდიკაპი შეიქმნეს, რომც დამარცხებულიყვნენ, მაინც პირველ ადგილზე დარჩებოდნენ.

0.116588