უკრაინის საფეხბურთო ნაკრებისა და „მეტალისტ 1925“ - ის ექიმი, ანტონ ხუდაევი 49 წლისა კორონავირუსით გარდაიცვალა.
„უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, ანდრეი პავლენკო და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ანდრეი შევჩენკო, სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.
უკრაინის საუკეთესო მედიკოსები ბოლო წუთებამდე იბრძოდნენ პავლენკოს გადასარჩენად. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, მაგრამ დატვირთვას გულმა ვერ გაუძლო.“ - წერია უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ხუდაევი „მეტალისტში“ 20 წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდა, ეროვნული გუნდის ექიმი კი 2016 წლიდან გახდა.