ფეხბურთი

14:18 | 26.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენი“ „ჰერტას“ შემტევს უტრიალებს

ბერლინის „ჰერტას“ თავდამსხმელმა, მატეუს კუნიამ, კარიერა შესაძლოა, საფრანგეთში გააგრძელოს - გვამცნობს გერმანული Kicker.

წყაროს მტკიცებით, 21 წლის ბრაზილიელი ფორვარდის გადაბირება „პარი სენ-ჟერმენს“ განუზრახავს. ამ ტრანსფერს თურმე დაჟინებით მოითხოვს პარიზული კლუბის სპორტული დირექტორი ლეონარდო. მხარეები ამ დღეებში აპირებენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომას.

კუნია „ჰერტაში“ 2020 წლის იანვარში გადვიდა „ლაიპციგიდან.“

0.125396