ფეხბურთი

11:54 | 26.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "ბარსელონაში შეგვიძლია "ნაპოლის" ისტორია დავწეროთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „ბარსელონასთან“ მატჩის შესახებ ისაუბრა. იტალიელის განცხადებით, მის გუნდს შეუძლია კლუბის ისტორია დაწეროს.

„ორ კვირაში რაღაც მნიშვნელოვანისთვის ვთამაშობთ, შეგვიძლია „ნაპოლის“ ისტორიაში შესვლა. ქალაქი მეტოქეს ვერ დაეხმარება, იქ არის მშვენიერი კუნძულები, ცხელი ამინდი, ბევრი ნავი და ზღვა. „ბარსელონას“ პრობლემა ისაა, რომ მათ ჰყავთ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია 10 მეტოქის მოტყუება და გოლის გატანა. ჩვენ ჯერ კიდევ საავადმყოფოს კედელთან ვართ და სასაფლაოს ერთი ნაბიჯი გვაშორებს“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „ბარსელონამ“ „კამპ ნოუზე“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და წყვილში ყველაფერი საპასუხო თამაშმა უნდა გადაწყვიტოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105656