ავტოსპორტი

22:48 | 25.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო რენოს 2021 სენოზის დავიწყებას ურჩევს

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო „რენოს“ ხელმძღვანელობას ურჩევს, გამოიყენონ ის შესაძლებლობა, რომელსაც ტექნიკური რეგლამენტის რადიკალური ცვლილება იძლევა. ამისათვის, მათ უნდა დაივიწყონ 2021 წლის სეზონი და მთელი ყურადღება მომდევნო სეზონზე გადაიტანონ.

ალონსო ფორმულა 1-ში 2021 წელს, „რენოსთან“ ერთად ბრუნდება, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ფ1-ში რეგლამენტის ცვლილება მომავალ წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, მისი შემოღება ერთი წლით გადაავადეს.

„მისთვის მთავარი 2022 წელია. მას თითქმის არ აქვს 2021 წლის სეზონისადმი ინტერესი. ის ჩვენთან ერთად, მომავალი სეზონიდან იქნება. ამიტომ, ალბათ იფიქრებთ, მას აქვს იმის ინტერესი, რომ ჩვენ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანები ვიყოთ. მაგრამ ის გვეუბნება: იცი, რა ბიჭებო, დაივიწყეთ 2021“, - ყვება „რენოს“ მმართველი დირექტორი სირილ აბიტბული.

გუნდის შეფი იმედოვნებს, რომ „რენოც“ რეგლამენტის“ ცვლილებით ისევე ისარგებლებს, როგორც ეს ადრე სხვა გუნდებმა, განსაკუთრებით „მერსედესმა“, შეძლეს. 2014 წლის ახალი, ჰიბრიდული ტურბო ძრავების რეგლამენტის შემოღების შემდეგ, გერმანული გუნდი ყველა სეზონს ორმაგი გამარჯვებით ამთავრებს.

„ასეთი აზროვნება, წინასწარ დაგეგმვის უნარი, ასეთი გამოცდილება ისაა, რაც ფორმულა 1-ში მიღწევებს ქმნის და წლების გამიზნულად შეწირვით, ისტორიას წერს. ეს ის ფილოსოფიაა, რომლის გუნდში მოტანაც ალონსოს შეუძლია, რაც მე, როგორც გუნდის მენეჯერს, ძალიან გამომადგება“, - ამბობს აბიტბული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119175