რუსეთის თასის ფინალში, სანკტ-პეტერბურგის „ზენიტმა“ „ხიმკის“ 1:0 მოუგო და „ოქროს დუბლი“ შეასრულა. მანამდე პეტერბურგელები რუსეთის ჩემპიონები გახდნენ.
მატჩი ეკატერინბურგში, „ეკატერინბურგ არენაზე“ გაიმართა. ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე არტიომ ძიუბამ გაიტანა პენალტით.
მატჩის შემდეგ, პეტერბურგელ ფეხბურთელებს, ზეიმისას თასი ხელიდან გაუვარდათ, ის მინდორზე დავარდა და ზედა ნაწილი დაუზიანდა.