„ბარსელონას“ მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, მუხლის ავადობის გამო, შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს - გვამცნობს AS.
წყაროს მტკიცებით, მეკარე კარგა ხანია მუხლს იტკიებს და ამის გამო ზამთარში რამდენიმე მატჩიც გამოტოვა. მან მკურნალობის კურსი ჩაიტარა და თითქოს ყველაფერ კარგად იყო, მაგრამ მუხლმა ისევ შეაწუხა.
კატალონიურ კლუბში ქირურგიულ ჩარევასაც არ გამორიცხავენ, ოღონდ ჩემპიონთა ლიგის დამთავრების შემდეგ. თუკი მეკარეს ოპერაციას გაუკეთებენ, მას 3-4 თვის გაცდენა მოუწევს.
ტერ შტეგენი „ბარსელონში“ 2014 წელს გადავიდა მიონხენგლადბახის „ბორუსიიდან.“ კატალონიელებთან ხელშეკრულება მასს 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.