დღევანდელი ტური შავი ფერის ფიგურებით მოთამაშე მონაწილეების უპირატესობით გაიმართა.ორი პარტია ყაიმით დასრულდა, ხოლო დანარჩენ სამ შეხვედრაში შავებმა გაიმარჯვეს!
მეოთხე ტურის შედეგები:
ხოტენაშვილი(2458) ½ : ½ არაბიძე (2428)
მელია (2370) ½ : ½ ჯავახიშვილი (2475)
ხომერიკი (2319) 0 : 1 ბაციაშვილი (2457)
ვახანია (2138) 0 : 1 ხუხაშვილი (2339)
წოწონავა (2012) 0 : 1 გვეტაძე (2308)
მეხუთე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
გვეტაძე (2308) - ხოტენაშვილი(2458)
ხუხაშვილი (2339) - წოწონავა (2012)
ბაციაშვილი (2457) - ვახანია (2138)
ჯავახიშვილი (2475) - ხომერიკი (2319)
არაბიძე (2428) - მელია (2370)
სატურნირო მდგომარეობა:
- გვეტაძე – 3 ქულა;
- ხოტენაშვილი – 3 ქულა;
- მელია - 2,5 ქულა;
- ბაციაშვილი -2,5 ქულა;
- არაბიძე - 2,5 ქულა;
- ხუხაშვილი - 2 ქულა;
- ხომერიკი - 2 ქულა;
- ჯავახიშვილი - 1,5 ქულა;
- ვახანია - 1 ქულა;
- წოწონავა - 0 ქულა.
საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 30 ივლისამდე გასტანს და მისი საპრიზო ფონდი 30 600 ლარს შეადგენს. ასპარეზობა 10 მონაწილეს შორის 9 ტურად გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.
ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე სვლის შემდეგ.
ჩემპიონატის მონაწილეებიდან ყველაზე მეტჯერ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ლელა ჯავახიშვილი ფლობდა. ლელამ, 4-ჯერ (2001;2007;2014;2016წწ.) გაიმარჯვა ქვეყნის მთავარ ტურნირში.
ორჯერ გახდნენ ჩემპიონები: ბელა ხოტენაშვილი (2012;2017) და ნინო ბაციაშვილი (2015;2018). ხოლო, სალომე მელია (2010) და მერი არაბიძე (2019) თითოჯერ ფლობდნენ ჩემპიონის ტიტულს.
gcf.org.ge