ფეხბურთი

10:23 | 25.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს შესაძლოა ჩემპიონთა ლიგა გაუცდეს

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე საფრანგეთის თასის ფინალში დაშავდა. „სენტ ეტიენის“ კაპიტანმა ლოიკ პერინმა მატჩის 33-ე წუთზე მბაპეს წინააღმდეგ ძალიან იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო.

ფრანგმა შემტევმა კი თამაში ვერ გააგრძელა, მოედანი აცრემლებულმა დატოვა. ჯერჯერობით დაზიანების ხარისხი უცნობია.

თუმცა, მოსალოდნელია, რომ მბაპე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ატალანტას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ეს თამაში 12 აგვისტოს უნდა გაიმართოს. ვთქვათ ისიც, რომ პსჟ-მ „სენტ ეტიენი“ 1:0 დაამარცხა და საფრანგეთის თასი მოიგო.

0.111087