ფეხბურთი

2:13 | 25.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" წაუგებელი სერია გააგრძელა, "ატალანტა" სკუდეტოს დაშორდა

იტალიის სერია A-ს XXXVI ტური „მილანისა“ და „ატალანტას“ მატჩით დაიწყო. „როსონერის“ რესტარტის შემდეგ საოცარი პერიოდი უდგას და დაუმარცხებელია, ხოლო „ატალანტას“ კი სკუდეტოს მოგების შანსი გაუჩნდა „იუვენტუსის“ კრიზისის გამო.

თუმცა, ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბერგამოელთა საჩემპიონო შანსი პრაქტიკულად ნულს გაუტოლდა, რადგან ჯან პიერო გასპერინის გუნდმა „სან სიროზე“ მხოლოდ ქულა მოიპოვა.

„მილანი“ ჰაკან ჩალჰანოღლუმ ლამაზი ჯარიმით დააწინაურა. ბერგამოელებს გათანაბრება პენალტით შეეძლოთ, მაგრამ რუსლან მალინოვსკის ჯანლუიჯი დონარუმამ აჯობა. სტუმრებმა შესვენებაზე მაინც გაათანაბრეს, თავი დუვან ძაპატამ გამოიჩინა. ნაანტრაქტევს კი ანგარიში აღარ შეცვლილა.

„ატალანტა“ „იუვენტუსს“ 5 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. „იუვეს“ სკუდეტოს მოსაგებად დარჩენილ სამ ტურში 2 ქულაც ჰყოფნის, ესეც იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ მილანის „ინტერი“ დარჩენილ სამივე თამაშს მოიგებს, რადგან „ნერაძური“ ტურინულ გრანდს 7 ქულით ჩამორჩება.

„მილანი“ – „ატალანტა“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (14, პენ), 1:1 ძაპატა (34)

თეგებისერია A
0.114275