ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" საყრდენი ნახევარმცველი ფაბინიოს სახლი 22 ივლისს გაძარცვეს. ქურდები სამხრეთამერიკელის სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც ფეხბურთელი ინგლისის ჩემპიონობას აღნიშნავდა.
ლივერპულის პოლიციის ინფორმაციით, ქურდებმა ფაბინიოს სახლიდან ძვირფასეულობა და ავტომობილი Audi RS6 მოიპარეს, ხოლო მოგვიანებით აღნიშნული ავტომობილი პოლიციამ უიგანში აღმოაჩინა. აღნიშნული ძარცვის შესახებ ფაბინიოს ოჯახმა მას შემდეგ გაიგო, რაც სახლში დაბრუნდა.
ოთხშაბათს "ლივერპულმა" ლონდონის "ჩელსი" "ენფილდზე" 5:3 დაამარცხა და შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელებმა ნანატრი ჩემპიონობა იზეიმეს. ფაბინიომ მიმდინარე სეზონში "მერსისაიდელების" მაისურით პრემიერლიგაში 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რას ბჭობთ ხალხო, რა აზრი აქ ვისთან მოვხდებით მაინც გასულები ვართ, პირიქით გვაწყობს რაც შეიძლება ძლიერ გუნებთა მოვხდეთ, რომ გუნდი გაძლიერდეს დაეტად შეთამაშდეს.
ისიც დაგეწერათ მეოთხე კალათიდან ფინეთი ან პოლონეთი რო შეგვხვდება
იმიტომაა უკრაინაქ ჩვენზე წინ რომ წინა ჩემპიონატზე სამარცხვინოდ წავაგეთ მაგათთან@ აი ამიტომაცაა !!
და რატოა უკრაინა მე-3 და ჩვენ მე-5-ში..რა იდიოტური სისტემა აქვთ
სერბეთი საბერძნეთო ლატვია ფინეთი ჰოლანდია შვეცია და მერვედან სულ ერთია აი ეს იქნება მაგარი შედეგი ჩვებთვის
სერბეთის გარდა ეს გუნდები ჩვენთან ვერ იქნებიან. ჯგუფი იქნება ოთხგუნდიანი და ჩვენთან (ე.ი. მე-5 კალათა) მოხვდება თითო გუნდი პირველი, მე-4 და მე-8 კალათიდან
უკრაინა მესამე კალათაში?? საოცრებაა
წარმატებები ჩვენ ნაკრებს! იმედია ამ ჩემპიონატზე განსაკუთრებულ შედეგს ვაჩვენებთ.
მე-3 კალათის 2 გუნდთან (ლატვია, უკრაინა) სუპერ დადებითი ბალანსი გვაქვს და მე-4 კალათიდანაც გერმანიის გარდა ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე გვჯობს.