"მანჩესტერ იუნაიტედი" არ აპირებს ალექსის სანჩესი და კრის მოლინგი შესაბამისად მილანის "ინტერსა" და "რომაში" იჯარის წესით დატოვოს. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-მა გაავრცელა.
ორივე ფეხბურთელი ინგლისურმა კლუბმა იტალიურ გუნდებში ერთი წლით გაანათხოვრა და ამჯერად "მანჩესტერ იუნაიტედს" სრულფასოვანი ტრანსფერი სურს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონს მოითხოვოვენ "წითელი ეშმაკები". სანჩესის და სმოლინგის სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონი ევროა.
სმოლინგმა "რომას" მაისურით 34 მატჩი ჩაატარა და თავი ორ-ორი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ხოლო სანჩესმა 26 შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.