ფეხბურთი

19:53 | 24.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემმა" სოუჩეკი გამოისყიდა

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე პრაღის "სლავიას" საყრდენი ნახევარმცველი ტომაშ სოუჩეკი კარიერას ოფიციალურად "ვესტ ჰემში" გააგრძელებს. როგორც ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი გუნდს კიდევ ოთხი სეზონი დაეხმარება.

სოუჩეკი "ჩაქუჩებმა" მიმდინარე წლის დასაწყისში იჯარის წესით დაიმატეს და სეზონის ბოლოს ჩეხებმა ტრანსფერი სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო მიიღეს. სოუჩეკმა ინგლისური გუნდის რიგებში 12 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

სოუჩეკი 2019 წელს ჩეხეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამავე ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი ტომაში ორ-ორჯერ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113305