ინგლისის პრემიერლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუეკთესო ფეხხბურთელად „ლივერპულის“ კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი დასახელდა.
გამოცდილი ნახევარმცველი ფეხბურთის ჟურნალისტთა ასოციაციამ გამოარჩია და მან კევინ დე ბრუინსა და მარკუს რაშფორდს, ასევე თანაგუნდელებს, ალისონ ბეკერს, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს, ვირჯილ ვან დაიკსა და სადიო მანეს აჯობა.
ტრიუმფალურ სეზონში ჰენდერსონმა 30 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. ის „ლივერპულის“ პირველი კაპიტანი გახდა, ვინც პრემიერლიგის ტიტული აღმართა.