სხვა

4:08 | 24.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონი და ჯონსი საჩვენებელ ბრძოლას გამართავენ

მაიკ ტაისონი და როი ჯონს უმცროსი, საჩვენებელ ბრძოლას 12 სექტემბერს, კალიფორნიის ქალაქ კარსონში გამართავენ. ეს ინფორმაცია შტატ კალიფორნიის ათლეტთა კომისიის შეფმა, ენდი ფოსტერმა დაადასტურა.

„ეს არ იქნება ბრძოლა, რომელშიც მეტოქეები ერთმანეთისთვის თავის წაძრობას ცდილობენ. ისინი გამოვლენ, რათა რინგზე იმოძრაონ და სპორტის ფანებს ლეგენდების კიდევ ერთხელ ნახვის საშუალება მისცენ“, - ამბობს ფოსტერი.

ტაისონი თავის დაბრუნების შესაძლებლობას უკვე რამდენიმე თვეა, განიხილავდა. 54 წლის ტაისონს ვარჯიში დაწყებული აქვს და როგორც ამბობს, 289 გირვანქიდან (131 კგ), 220 ფუნტამდე (100 კგ) დაიკლო და თავს შესანიშნავად გრძნობს. „რკინის მაიკი“ 1987-1990 წლებში, სამივე ყველაზე პრესტიჟული საკრივო ორგანიზაციის (WBA, WBC, IBF) ჩემპიონი იყო. მოგებული ჰქონდა 50 ბრძოლა, მათგან 44 ნოკაუტით.

რაც შეეხება როი ჯონსს, ის 51 წლისაა და პროფესიულ რინგზე, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოკრივედ არის მიჩნეული. პრესტიჟული ორგანიზაციების ტიტულები ოთხ წონით კატეგორიაში (საშუალოდან მძიმემდე) აქვს მოპოვებული, კრეისერის წონაში კი ნაკლებად პრესტიჟულ ტიტულსაც ფლობდა.

ტაისონ ამბობს, რომ ბრძოლაში მიღებულ ჰონორარს, საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენებს. როგორც კი დაბრუნების შესახებ გამოაცხადა, მასთან ბრძოლის სურვილი არაერთმა ათლეტმა გამოთქვა, რომელთა შორისაც არიან ევანდერ ჰოლიფილდი და რაგბიში ახალი ზელანდიის ნაკრების (ყოფილი) წევრი, სონი ბილ უილიამსი, ვინც იმავდროულად, პროფესიულ კრივზეც გამოდიოდა და საკმაოდ წარმატებულად. საბოლოოდ კი არჩევანი ჯონსზე შეჩერდა, რადგან ტაისონს მასთან „დაუმთავრებელი საქმე“ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168633