შვედეთის ოლსვენსკანის მეათე ტურში გიორგი ხარაიშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „გიოტებორგმა“ „ფოლკენბერგსს“ უმასპინძლა და ვერ მოუგო - 2:2.
ხარაიშვლმა მეცხრე წუთზე ახლო მანძლიდან გახსნა ანგარიში და მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა. ეს უშუალოდ ჩემპიონატში, ხოლო შვედეთის თასზე ასევე ორი გოლი აქვს გატანილი.
„გიოტებორგი“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ 73-ე და 95-ე წუთებზე ორჯერ გაუშვა და ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა. ქართველი შემტევი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე შეცვალეს.
„გიოტებორგს“ 10 ტურის თავზე 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ და მხოლოდ მე-12 პოზიციაზეა.