ფეხბურთი

19:33 | 23.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბირმინგემმა" 17 წლის ფეხბურთელის პატივსაცემად მისი სათამაშო ნომერი გააუქმა

ინგლისურმა „ბირმინგემ სიტი“ 22-ნომრიანი მაისური გააუქმა და ამიერიდან ამ კლუბში ხსენებული ნომრით ვერავინ ითამაშებს.

მიზეზი? – 17 წლის ჯუდ ბელინგემი, რომელიც სამი დღის წინ 23 მილიონ ევროდ დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადავიდა.

როგორც კლუბის განცხადებაშია აღნიშნული ბელინგემის კლუბისადმი სიყვარულისა და პატივისცემის დაფასების ნიშნად მოხდა 22 ნომრის გაუქმება.

ჯუდ ბელინგემა „ბირმინგემში“ სულ რაღაც 44 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ახალი სეზონიდან კი „დორტმუნდისთვის“ გაირჯება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112118