ცნობილი რუსი კომენტატორი კონსტანტინ გენიჩი სანდო წყაროზე დაყრდნობით ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, ამბობს, რომ გიორგი ჯიქიამ მას მოსკოვის „სპარტაკში“ გადასვლა შესთავაზა.
„მიუხედავად იმისა, რომ მე ინსაიდერი არ ვარ, საკმაოდ საიმედო წყაროდან ვიცი, რომ გუშინ გიორგი ჯიქიამ ხვიჩა კვარაცხელია „დაამუშავა“ „სპარტაკში“ გადასვლის შესახებ. მან რა თქმა უნდა, კლუბის ხელმძღვანელობასთან გაგზავნა, მაგრამ როგორც ჩანს, თვითონ წინააღმდეგი არაა. კარგი ტრანსფერი იქნება?“, - წერს ტვიტერში გენიჩი.
ცნობისთვის, გენიჩმა მანამდე ტვიტერში ისიც დაწერა, რომ კვარაცხელია სეზონის განახლების შემდეგ რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
ხვიჩამ 2019-2020 წლების სეზონი 27 თამაშში 3 გოლით და 4 საგოლე პასით დაასრულა. ახალი სეზონი რუსეთში სულ მალე, 2 აგვისტოს დაიწყება.