ესპანური „ვილიარეალის“ მთავარ მწვრთნელად უნაი ემერი დაინიშნა. ინფორმაცია კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ემერი „ყვითლებს“ მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში გაწვრთნის.
ესპანელი სპეციალისტი ბოლოს „არსენალში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე პსჟ-ს, „ლორკას“, „ალმერიას“, „ვალენსიას“, „სპარტაკს“ და „სევილიას“ ავარჯიშებდა.
რაც შეეხება „ვილიარეალს“ 2019-2020 წლების სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა და მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს.