უეფა თურქული „ფენერბაჰჩეს“ დასჯის შესახებ, მალე თავის გადაწყვეტილებას ოფიციალურად გამოაცხდებს. საქმე ის არის, რომ სტამბოლურმა კლუბმა ვერ შეასრულა 2016 წელს დადებული პირობა, რომელიც 2018 წლამდე ბიუჯეტის უზარალოდ მართვას ითვალისწინებდა.
ამისათვის კლუბს 2 მილიონ ევროს დაუკავებენ იმ შემოსავლებიდან, რომელსაც „ფენერბაჰჩე“ მომავალი ორი სეზონის განმავლობში ევროთასებიდან მიიღებს.
თურქეთის ჩემპიონატში 33 ტურის შემდეგ, 50 ქულით, „ფენერი“ ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. ბოლო ტურში, 25 ივლისს, ისინი სტამბოლში „რიზესფორს“ უმასპინძლებენ.