თამაშგარე

14:17 | 23.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

“ენჯელ სიტი“ - ცნობილ ქალთა საქომაგო ალაგი

ამერიკის ქალ ფეხბურთელთა ნაციონალურ ლუგას კიდევ ერთი ახალი კლუბი - “ენჯელ სიტ“ შეემატა. ეს ინფორმაცია ალბათ მსოფლიოს სპორტული ამბების ზღვაში ჩაკარგებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ ქალაქ ლოს-ანჟელესში დაარსებულ ახალ საფეხბურთო კლუბს ხელმძღვანელად უცნობილესი ქალბატონები ჰყავს.

ერთი სიტყვით, ახლადშექმნილი ქალთა გუნდის მფლობელები არიან: ყოფილი მეჩოგნე სერენა უილიამსი და მსახიობი ნატალი პორტმანი. ასევე ჯენიფერ გარნერი, ევა ლონგორია და ჯესიკა ჩესტინი. ხოლო ახალი კლუბის პრეზიდენტი და ოფიციალურად დამფუძნებელი ალექსის ოჰანიანია.

განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს ნატალი პორტმანის ფიგურა, რომელიც ამბობს, რომ “ენჯელ სიტი“-ში საკუთარი სახსრების ჩადებას აპირებს და იმედი აქვს ეს კლუბი ამერიკის ქალთა ფეხბურთის განვითარებაში თავის დიდ წვლილს შეიტანს. ნატალი მატჩების აბონიმენტებს სხვა ცნობილ მსახიობებსაც ჩამოურიგებს და იმედი აქვს, რომ ამ გზით კლუბის მატჩებისადმი ინტერესს ერთი-ორად გაზრდის...

0.147814