ფეხბურთი

11:15 | 23.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" გენერალური დირექტორის კომენტარი კვარაცხელიაზე და დავითაშვილზე

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა სეზონის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა და ქართველი ფეხბურთელების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის თამაშიც მოკლედ შეაფასა.

„დავალება შევასრულეთ, პრემიერლიგაში ადგილი შევინარჩუნეთ. მომავლის მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, გუნდში გარკვეულ პოზიციებს დავაბალანსებთ. მომდევნო სეზონში ჩვენი მიზანი მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავება იქნება.

ბედნიერი ვარ ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაშით - ბაკაევი, კვარაცხელია... დავითაშვილს სეზონის პირველი ნაწილი კარგი ჰქონდა“, - თქვა საიმანოვმა.

შეგახსენებთ, რომ „რუბინმა“ 35 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა. ხვიჩა კვარცხელიამ 27 მატჩში 3, ხოლო დავითაშვილმა 26 თამაშში 2 გოლი გაიტანა.

0.295624