ფეხბურთი

0:38 | 23.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ბრომვიჩი" პრემიერლიგაში დაბრუნდა

ინგლისის პრემიერლიგაში „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ დაბრუნდა. ჩემპიონშიფის ბოლო, 46-ე ტური დრამატული გამოდგა, მეორე ადგილისთვის სამი გუნდი აცხადებდა პრეტენზიას.

საინტერესოა, რომ ვერცერთმა მოიგო. „ვესტ ბრომვიჩი“ შინ ქპრ-ს დაუზავდა (2:2), მაგრამ ვინაიდან მისმა კონკურენტმა „ბრენტფორდმა“ გავარდნილ „ბარნსლისთან“ შინ წააგო (1:2), ხოლო „ფულჰემი“ გასვლაზე „უიგანს“ დაუზავდა (1:1), „ალბიონს" დასაწინაურებლად ფრეც ეყო.

საბოლოოდ, „ვესტ ბრომვიჩმა“ 83 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა და პრემიერლიგის საგზური მოიპოვა, ხოლო „ბრენტფორდი“ და „ფულჰემი“ 81-81 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებზე გავიდნენ. ცნობისთვის, მათ გარდა, პლეი-ოფში „კარდიფ სიტი“ და „სუონსი სიტი“ ითამაშებენ - სწორედ ამ ოთხეულიდან საუკეთესო იქნება მესამე გუნდი, რომელიც პრემიერლიგაში გადავა. შეგახსენებთ, „ვესტ ბრომვიჩამდე“ ინგლისის მთავარ ლიგას 16-წლიანი პაუზის შემდეგ „ლიდს იუნაიტედი“ დაუბრუნდა.

ბოლოსკენ ვთქვათ ისიც, რომ ჩემპიონშიფიდან პირველ ლიგაში „ბარნსლი“, „ჩარლტონ ატლეტიკი“ და „ჰალ სიტი“ გავარდნენ.

0.101912