შვეიცარიული ვებგვერდი Zentralplus „ლუცერნის“ სატრანსფერო გეგმებზე წერს და მათ შორის ოთარ კაკაბაძეზეც. წერილში აღნიშნულია, რომ კლუბს არ გააჩნია მიზეზი, რის გამოც ქართველს კონტრაქტი უნდა გაუხანგრძლივოს.
„ქართველს კლუბთან ხელშეკრულება 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე არ არსებობს საფუძვლიანი მიზეზი, რის გამოც მისი გახანგრძლივება შეიძება. ოთარ კაკაბაძე მრავალმხრივი ფეხბურთელია, მაგრამ დაცვაშიც და შეტევაშიც მისი ფუნქციები შეზღუდულია, არც ტექნიკურადაა გამორჩეული“, - წერს შვეიცარიული მედია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარ სეზონში კაკაბაძეს „ლუცერნში“ 17 თამაში აქვს ჩატარებული და 2 საგოლე პასი შეასრულა.