ფეხბურთი

18:50 | 22.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტამ" "იუვენტუსს" ძაპატას სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო მოსთხოვა

ბერგამოს „ატალანტამ“ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი დუვან ძაპატა შეაფასა. როგორც იტალიური მედია იტყობინება, ლომბარდიელები კოლუმბიელს 50 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში არ გაყიდიან.

ცნობილია, რომ ძაპატას შეძენა ტურინის „იუვენტუსს“ სურს და მზადაა, 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, თან მეკარე მატია პერინი დაუთმოს.

თუმცა, ბერგამოელთა გენერალური დირექტორის, უმბერტო მარინოს განცხადებით, დუვანი 50 მილიონ ევროზე მეტი ღირს. შესაბამისად, ტურინელებს მისი ყიდვა ნამდვილად სურთ, უკეთესი წინადადების მომზადება მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ დუვან ძაპატა „ატალანტაში“ 2018 წლიდან თამაშობს, მანამდე კი „ნაპოლიში“, „უდინეზესა“ და „სამპდორიაში“ თამაშობდა.

0.114771