ფეხბურთი

17:22 | 22.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი: "დარწმუნებული ვარ, საუკეთესო მეკარე ვარ"

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი დარწმუნებულია, რომ ასაკის მიუხედავად მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. გერმანელი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს, რადგან თამაშის სურვილი ისევ გააჩნია.

„თითოეულ ფეხბურთელს ერთი კარიერა აქვს. ფეხბურთი ჩემთვის ტვირთი თუ გახდება, ფილიპ ლამს მივბაძავ, მაგრამ ამ ეტაპზე თამაშის სურვილი მაქვს, მინდა ვიბრძოლი.

რომელი მწვრთნელი ათამაშებს ფეხბურთელს, რომელიც საუკეთესო ფორმაში არაა? დარწმუნებული ვარ, საუკეთესო ვარ მიუხედავად იმისა, რომ 17 წლის აღარ ვარ“, - თქვა ნოიერმა.

აქვე გეტყვით, რომ 34 წლის მეკარემ მიმდინარე სეზონში 47 თამაში ჩაატარა და 46 გოლი გაუშვა.

0.114754