ფეხბურთი

15:13 | 22.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე: "პსჟ-ში ვრჩები და მინდა ტიტულები მოვიგო"

კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენის“ დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ თავად ფრანგმა განაცხადა, რომელიც უახლოეს მომავალს პარიზულ კლუბს უკავშირებს.

„პარიზში ვარ და მინდა ამ პროექტის ნაწილი ვიყო. შემდეგ სეზონში პსჟ-ში ვრჩები და ვეცდები, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო. ეს მნიშვნელოვანი წელია, რადგან კლუბის 50 წლის იუბილეა, მსურს ყველაფერი გავაკეთო გუნდის დასახმარებლად“, - განაცხადა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე პსჟ-ში 2017 წელს გადავიდა. ფეხბურთელს ბოლო პერიოდში მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ.

0.113261