იტალიის სერია A-ში „მილანის“ დიდებული სერია გრძელდება და ამან შედეგიც გამოიღო - ევროპა ლიგის საგზური გაიფორმა.
„როსონერიმ“ „სასუოლო“, რომელიც ასევე კარგ ფორმაშია, ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლით 2:1 დაამარცხა და ამ დროისთვის მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. „როსონერიმ“ სეზონის რესტარტის შემდეგ 9 მატჩი დაუმარცხებლად ჩაატარა, 7 მოიგო და 2-ჯერ ფრე ითამაშა. სხვათა შორის, 1964 წლის შემდეგ გუნდს საუკეთესო სერია აქვს იმ კუთხით, რომ ზედიზედ 9 მატჩში შეძლო მინიმუმ 2 გოლის გატანა.
ბერგამოს „ატალანტამ“ შინ „ბოლონია“ ლუის მურიელის კინკილა გოლით დაამარცხა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ „ინტერთან“ შედარებით თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. სხვათა შორის, მომდევნო ტურში საინტერესო მატჩი გველოდება, ყველაზე კარგ ფორმაში მყოფილი გუნდები, „მილანი“ და „ატალანტა“ შეხვდებიან ერთმანეთს.
„ატალანტა“ – „ბოლონია“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 მურიელი (62)
„სასუოლო“ – „მილანი“ 1:2 (1:2)
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (19), 1:1 კაპუტო (42), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (45)