პორტუგალიის პრიმერა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის გიორგი მაკარიძის „ვიტორია სეტუბალი“, რომელმაც ბოლო ტურის წინ გასავარდნი ზონა დატოვა.
სეტუბალელებმა 33-ე ტურში ლისაბონში „სპორტინგთან“ უგოლო ფრეს გამოჰკრეს ხელი და 6-მატჩიანი წაგებების სერია როგორც იქნა დაასრულეს. ქართველმა მეკარემ შეუცვლელად ითამაშა.
„სეტუბალმა“ 31 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონაში მყოფ „პორტიმონენსეს“ 1 ქულით უსწრებს, მაგრამ ბოლო ტურში მაკარიძის გუნდის კონკურენტი გავარდნილ „ავეშს“ მასპინძლობს და ალბათ გამარჯვება არ გაუჭირდება. ამიტომ, „სეტუბალს“ შინ „ბელენენსეშთან“ გამარჯვება მართებს, თორემ დიდი შანსია გავარდეს.
საერთოდ, საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო, რადგან პირველი წრე „სეტუბალმა“ კარგად ჩაატარა. თუმცა 26 იანვრის შემდეგ არ მოუგია - 15 მატჩი, 6 ქულა (6 ფრე, 9 წაგება)...