ლონდონის „ჩელსი“ კეპა არიზაბალაგას შემცვლელს აქტიურად ეძებს. ბრიტანული მედიის ცნობით, „არისტოკრატების“ ინტერესთა სფეროში დინ ჰენდერსონი მოხვდა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ საკუთრებაშია.
23 წლის კიპერი „წითელ ეშმაკებს“ „შეფილდ იუნაიტედში“ ჰყავთ განათხოვრებული სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით. „ჩელსი“ კი მზადაა ინგლისელ კარის დარაჯს კვირაში 170 ათასი გირვანქა სტერლინგი შესთავაზოს. შედარებისთვის ამჟამად მისი ხელფასი მხოლოდ 70 ათასია.
აღსანიშნავია, რომ დავიდ დე ხეას მოხშირებული შეცდომების ფონზე საფეხბურთო ექსპერტები „მანჩესტერს“ სწორედ ჰენდერსონის დაბრუნებას და შანსის მიცემას ურჩევენ. ინგლისელს „იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.