ფეხბურთი

16:57 | 21.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ დაიერმა "ტოტენჰემთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ ერიკ დაიერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.

დაიერი „მამლების“ ღირსებას 2024 წლის ზაფხულამდე დაიცავს. ინგლისელი ლონდონურ გუნდში 2014 წელს ლისაბონის „სპორტინგიდან“ გადავიდა.

მას შემდეგ ერიკმა „ტოტენჰემის“ მაისური 239-ჯერ მოირგო და 11 გოლი გაიტანა. ინგლისის ნაკრებში კი 40 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128724