კაი ჰავერცის ლონდონის „ჩელსიში“ ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. სქაის ინფორმაციით „არისტოკრატებმა“ 21 წლის ფეხბურთელთან ხელფასი და ხელშეკრულების პირობები უკვე შეათანხმა.
„ლევერკუზენი“ ჰავერცის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვდა. თუმცა, ახლა გერმანელები მზად არიან თანხა დააკლონ. თავად „ჩელსი“ კი ახალგაზრდა შემტევში 80 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.
ლონდონურმა კლუბმა უკვე დაიმატა ტიმო ვერნერი და აიაქსის ვარსკვლავი ჰაკიმ ზიეჩი. კაი ჰავერცმა კი 2019-2022 წლების სეზონში 43 მატჩში 17 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.