ფეხბურთი

11:45 | 21.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო „იუვენტუსის“ გაწვრთნას დათანხმდა

არგენტინელმა მაურისიო პოჩეტინომ, „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, შესაძლოა, მაურიციო სარი შეცვალოს - წერს Daily Mail.

წყაროს მტკიცებით, ტურინული კლუბის ხელმძღვანელები უკმაყოფილო არიან გუნდის ბოლოდროინდელი თამაშის ხარისხით და პოჩეტინოს წარმომადგენლებთან არაოფიციალური მოლაპარაკებები უკვე გამართეს. პოჩეტინოს თანხმობა უთქვამს „ბებერი ქალბატონის“ ბანაკში გადაბარგებაზე.

არგენტინელი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი ლონდონის „ტოტენჰემი“ გახლდათ, საიდანაც ის შარშან ნოემბერში დაითხოვეს.

პოჩეტინოთი „ნიუკასლიც“ იყო დაინტერესებული. ესპანური მედიის ცნობით კი, მან ორჯერ უთხრა უარი „ბარსელონას.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124045