საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურმა სტარტი ორი მატჩით აიღო და ქობულეთის „შუქურა“ განაგრძობს უდანაკარგო ასპარეზობას.
აჭარლებმა სეზონში მე-4 გამარჯვება „არაგვთან“ საგარეო მატჩში იზეიმეს. თამაშის გმირი ჯეფერსონ ჯერალდო გახდა, რომელმაც მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და დუბლი შეასრულა. ჯერალდომ პირველივე ტაიმში 13-წუთიან ინტერვალში გადაწყვიტა შეხვედრის ბედი. მართალია, თამაშის მიწურულს ლეჟავამ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ „შუქურას“ ქულები ვერ დააკარგვინეს. ქობულეთური კლუბი სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად, 12 ქულით ლიდერობს.
მიმდინარე სეზონში „გაგრამ“ პირველი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო „რუსთავი“ თავის მხრივ პირველად დამარცხდა. სტუმრებმა მატჩის დასაწყისშივე მიიღეს ხაბელაშვილის დუბლით ორბურთიანი უპირატესობა და 86-ე წუთზე უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს. ორივე გუნდს 5-5 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის შუაში არიან.
„არაგვი“ – „შუქურა“ 1:2 (0:2)
გოლები: 0:1 ჯეფერსონ ჯერალდო (18), 0:2 ჯეფერსონ ჯერალდო (31, პენ), 1:2 ლეჟავა (82)
„რუსთავი“ – „გაგრა“ 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 ხაბელაშვილი (4), 0:2 ხაბელაშვილი (16), 0:3 ხოსიტაშვილი (86, პენ)