„ბირმინგემ სიტის“ ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი კარიერას დორტმუნდის „ბორუსიაში“ გააგრძელებს. გერმანულმა გუნდმა საკუთარ ვებგვერდზე 17 წლის ნიჭიერი ფეხბურთელის შეძენა ოფიციალურად დაადასტურა.
არაოფიციალური ინფორმაციით, „დორტმუნდმა“ ახალგაზრდა ინგლისელის სანაცვლოდ 28 მილიონი ევრო გადაიხადა.
„სამუდამოდ „ბირმინგემის“ მადლობელი ვიქნები, რადგან იქ 7 წლიდან ვთამაშობდი. ახლა ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპანიას ვუერთდები და არჩევანი მარტივად გავაკეთე - „დორტმუნდი“ ახალგაზრდებს განვითარებაში ეხმარება. მოუთმენლად ველოდები ერთ-ერთ ულამაზეს სტადიონზე 80 ათასი ქომაგის წინაშე თამაშის დაწყებას“, - განაცხადა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჯუდმა.
შეგახსენებთ, ჯუდ ბელინგემმა 2019-2020 წლების სეზონში „ბირმინგემის“ ღირსება 43-ჯერ დაიცვა და მეტოქეთა კარში 4 გოლის გატანა მოახერხა.