ფეხბურთი

18:19 | 20.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ეს "ტოტენჰემი" ჩემს "პორტუს" მაგონებს"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ეს გუნდი იმ „პორტუს“ ჰგავს, რომელსაც თავად წვრთნიდა. „დრაკონებში“ ჯერ კიდევ კარიერის საწყის ეტაპზე მყოფმა „განსაკუთრებულმა“ ჩემპიონთა ლიგა და უეფას თასი მოიგო.

„ხალხი სხვადასხვა თვალით მიყურებს. ალბათ ადამიანები ველოდებით წარმატების მიღწევას ისეთ რამეში, რასაც სხვები არ მოელიან. როდესაც ფეხბურთელი არ თამაშობს, სხვა მწვრთნელებისთვის ეს პრობლემა არასდროსაა. იღებენ გადაწყვეტილებებს და ამბობენ, რომ ეს მათი სამუშაოს ნაწილია. როდესაც დაძაბულ სეზონში პირველად ყველა ფეხბურთელი ჩემს განკარგულებაშია, ყოველთვის მათზე მეკითხებიან, ვინც არ თამაშობს. რეალურად ყველაფერი დამოკიდებულია დაზიანებების წარმოუდგენელ სერიაზე.

შემიძლია ეს გამოცდილება 2002 წლის გამოცდილებას შევადარო. როდესაც „პორტუში“ სეზონის პირველ ნაწილში მივედი. რთული დრო იყო, მაგრამ ფუნდამენტური. ახლაც ვაგროვებთ ცოდნას გამოცდილებას იმისთვის, რომ მოვემზადოთ მომავალი სეზონისთვის. ეს „ტოტენჰემი“ ჩემს „პორტუს“ მაგონებს“, - თქვა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიომ „მამლები“ გასული წლის მიწურულს ჩაიბარა. ლონდონურ კლუბი პრემიერლიგაში სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

0.111426