ტაშკენტის „ფახთაქორში“, რომელსაც ქართველი შოთა არველაძე წვრთნის, კორონავირუსის ხუთი შემთხვევა გამოვლინდა. ხუთივე ინფიცირებული ფეხბურთელია და დადგენილი რეგულაციების მიხედვით ყველამ კარანტინში გადაინაცვლა.
გარდა ფეხბურთელებისა ტესტები სამწვრთნელო შტაბისა და პერსონალსაც ჩაუტარდა თუმცა, მათი პასუხი უარყოფითია.
„ფახთაქორი“ უზბეკეთის ჩემპიონატის ცხრა ტურის შემდეგ 22 ქულით ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი ქართველი სპეციალისტის გუნდი 23 ივლისს „კოკანდისთან“ ჩაატარებს.